Connect with us
ფიქრები

ცხოვრება

“არავინ კარგავს იმას, რაც არ გააჩნია”

თუნდაც ღრმად გწამდეს, სამი ათას წელს ვიცოცხლებო და კიდევ ოცდაათი ათასს, სულ ერთია, მაშინაც კი უნდა გახსოვდეს, რომ არავინ არ კარგავს სხვა სიცოცხლეს, გარდა იმისა, რომლითაც ცოცხლობს და არავინ არ ცოცხლობს სხვა სიცოცხლით, რომელსაც კარგავს. ამიტომ ყველაზე უფრო დღეგრძელი სიცოცხლე არაფრით განსხვავდება ყველაზე უფრო ხანმოკლისაგან. მართლაც, აწმყო ხომ ერთია ყველასთვის, მაშასადამე,ერთია დანაკარგიც. წუთიერია ყველაფერი ამ სამყაროში. არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია?!

მაშ ყოველთვის გახსოვდეს ორი ჭეშმარიტება: ჯერ ერთი დასაბამიდანვე ყველაფერი ერთი და იგივეა, ყველაფერი ერთი და იგივე – წრიული გზით მიმოიქცევა და ამიტომ სულ ერთია, რამდენხანს უჭვრეტ ამ ერთსა და იმავე სპექტაკლს – ასი, ორასი თუ უსასრულოდ მრავალი წლის განმავლობაში. მეორეც, უდღემოკლესი, ბოლოს და ბოლოს, იმასვე კარგავს, რასაც ყველაზე უფრო დღეგრძელი. აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო, რადგან მხოლოდ აწმყოს ფლობ შენ, ხოლო არავინ კარგავს მას, რაც არ გააჩნია.

მარკუს ავრელიუსი “ფიქრები”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ცხოვრება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ