რა არის თქვენს ნიჭზე მნიშვნელოვანი?
არ მიფიქრია,რომ რამეს ვინანებდი დამარცხების შემთხვევაში, უბრალოდ ვეჭვობდი,რომ მუდამ შემაწუხებდა იმაზე ფიქრი,რომ არაფერი გავაკეთე ჩემი ოცნების ასასრულებლად.
პიქსარის ანიმატორის წერილი სკოლის მოსწავლეებს
"თუ გიყვართ ის, რასაც აკეთებთ ეს უკვე "შრომაც" აღარაა."
ფრედ კენტის წერილი შვილიშვილს
ბატონი კენტის შვილიშვილი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც ძალიან შეაწუხა მოგების სისტემის გაბატონებულმა უგულვებელყოფამ. მან ჰკითხა თავის ბაბუას, თუ როგორ შეიძლებოდა მოგების მიღება სხვა ადამიანების შრომის მითვისების გარეშე.
სტარტ–აფ ისტორიები: ფედექსი და ამაზონი
მისდევენ რა თავიანთ მწველ სურვილსა და დასახულ მიზანს, მეწარმეებს ხშირად უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის დაძლევა უწევთ. იღებენ ცოდნას, იცვლებიან, ძლიერდებიან, სწავლობენ დამარცხებისაგან და ეუფლებიან წარმატების გაკვეთილებს. მათი ისტორიებიც ასე დაიწყო:
ქართული ფეისბუნომიკა
ალბათ იკითხავთ რა არის ფეისბუნომიკა ან ქართული რა შუაშიაო. გეთანხმებით, რომ არც ფეისბუქია ქართული და არც ფეისბუნომიკაა აღიარებული კვლევის დარგი, თუმცა ამ მოკლე ესსეს წაკითხვის შემდეგ ფეისბუნომიკის არსსაც გაეცნობით და მის როლსაც დაინახავთ ქართულ რეალობაში.
მატყუარა მრევლი
რომელი ასაკიდან არის რეკომენდირებული უცხო ენის შესწავლა?
ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ..
• ქართველების პრობლემა სიყვარულის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ ადვილად შეგვიძლია გავწიროთ ერთმანეთი.
• ქართული ეკონომიკის პრობლემა სამეწარმეო უნარით დაჯილდოებული ინდივიდების დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ მთავრობა გვგგონია სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკის განვითარების წყარო.
• ქართველების პრობლემა იმაში კი არ არის რომ ევროპელები არ ვართ, არამედ იმაში რომ გამუდმებით ვცდილობთ დანარჩენ ევროპას დავუმტკიცოთ ჩვენი ევროპელობა.
• ქართველების პრობლემა კაფე-რესტორნებში თამბაქოს მოხმარების თავისუფლებაში კი არ არის, არამედ იმაში რომ არამწეველები, როგორც წესი, კაფე-რესტორნებში მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, ერთ-ორ ღერს აუცილებად ვეწევით.
• ქართველების პრობლემა ღვინის მოყვარულობაში კი არ არის, არამედ იმაში რომ ჩვენთვის ღვინის მოხმარება, როგორც წესი, დათრობით უნდა დაგვირგვინდეს.
• ქართველების პრობლემა ტოლერანტულობის დეფიციტში კი არ არის, არამედ იმაში რომ კვლავ ბუნდოვნად გვესმის სიტყვა „თავისუფლების“ ნამდვილი ბუნება და კვლავ ვერ გავიგეთ, რომ არ არსებობს თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე.
და ბოლოს,
• ქართველების პრობლემა სილამაზის ნაკლებობაში კი არ არის, არამედ იმაში, რომ სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს საკუთარი თავების მოსაწესრიგებლად.
მოსაუბრის დარწმუნების ათი წესი
მოტანილი არგუმენტების თანმიმდევრობა მათ დამაჯერებლობაზე ახდენს გავლენას. უფრო დამაჯერებელია არგუმენტთა შემდეგი მიმდევრობა: ძლიერი - საშუალო - ერთი, ყველაზე ძლიერი.
ამ წესიდან გამოდის, რომ უკეთესია, თუ სუსტი არგუმენტებით საერთოდ არ ისარგებლებთ: გამოავლენთ რა მათ მზადების პროცესში, ნუ გამოიყენებთ მათ დასარწმუნებლად. ისინი ზიანს მოგიტანენ, და არა - სარგებელს.
სინამდვილეში მოსაუბრე მთელ ყურადღებას უთმობს თქვენს არგუმენტებში არსებულ სისუსტეებს. ამიტომ მთავარია, არ შეგეშალოთ: საქმის შედეგს განსაზღვრავს არა არგუმენტების სიმრავლე, არამედ - მათი საიმედოობა.
უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. ერთი და იგივე არგუმენტი სხვადასხვა ადამიანისათვის შეიძლება ძლიერიც იყოს და სუსტიც. ამიტომ არგუმენტის ძალა (სისუსტე) უნდა განისაზღვროს კონკრეტული მოსაუბრის თვალთახედვიდან.
წესი მეორე: სოკრატეს წესი
თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად დასვით ის მესამე ადგილზე, ხოლო წინ წაუმძღვარეთ ორი მოკლე, მოსაუბრისათვის მარტივი საკითხი, რომელზედაც ის დაუბრკოლებლად გიპასუხებთ “ჰო”-ს.
2400 წელია ეს წესი არსებობს, იგი შემოწმებულია განათლებული ადამიანების ასობით თაობის მიერ. ის ცოცხლობს, რადგან - სწორია.
და მხოლოდ შედარებით ახლახან გაირკვა სიღრმისეული - ფიზიოლოგიური(!) - მიზეზები, რომლებიც ნათელს ჰფენენ მოცემული წესის ეფექტურობას.
დადგენილია, რომ როცა ადამიანი ამბობს ან ისმენს “არა”-ს, მის სისხლში ხვდება ნორადრენალინის ჰორმონები, რომელიც მას საბრძოლველად განაწყობს. და პირიქით, სიტყვა “კი” იწვევს “სიამოვნების ჰორმონების” (ენდორფინების) გამოყოფას.
“სიამოვნების ჰორმონების” ორი ულუფის მიღების შედეგად მოსაუბრე დუნდება, ხდება კეთილგანწყობილი; მას ფსიქოლოგიურად გაცილებით გაუადვილდება თქვას “კი”, ვიდრე - “არა”.
ენდორფინების ერთი ულუფა ყოველთვის არაა საკმარისი მოსაუბრის სულის ცუდი მდგომარეობის დასაძლევად, რომელშიც შესაძლებელია ის იმყოფებოდეს. გარდა ამისა, შეუძლებელია ადამიანის მყისიერად გადაწყობა ერთი განწყობიდან მეორეზე - მას უნდა მიეცეს მეტი დრო და მეტი “სიამოვნების ჰორმონი” ამ პროცესის უზრუნველსაყოფად.
წინასწარი საკითხები უნდა იყოს მოკლე, რათა არ მოხდეს მოსაუბრის გადაღლა, მისთვის ბევრი დროის წართმევა.
წესი მესამე: არგუმენტების დამაჯერებლობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დამარწმუნებლის იმიჯსა და სტატუსზე
ერთია, როცა დამარწმუნებელი - ავტორიტეტული, პატივსაცემი ადამიანია, და მეორე, როცა - უმნიშვნელო, სერიოზულად არმისაღები პიროვნებაა.
მაღალი თანამდებობრივი ან სოციალური მდგომარეობა, მნიშვნელოვანი წარმატებები საქმიანობის რომელიმე სფეროში, წიგნიერება, გარშემომყოფთა მიერ დამსახურებების აღიარება, მაღალი პიროვნული თვისებები - ზრდიან ადამიანის სტატუსს, ხოლო მასთან ერთად - მისი არგუმენტების წონას. პატივსაცემი ადამიანის მხარდაჭერა ასევე ზრდის დამაჯერებლობას. (ფაქტიურად მესამე წესით სარგებლობს ის, ვინც თხოვს პატივცემულ ადამიანს “შეაწიოს სიტყვა” ვინმესთან; ან უთითებენ ყველასგან პატივცემული ადამიანის შეხედულებაზე, ციტირებენ მას საკუთარი მოსაზრებების დასამტკიცებლად).
იყენებენ რა მესამე წესს, წამლებზე, ბიოდანამატებზე და ჰიგიენის საშუალებებზე სარეკლამო რგოლების შემქმნელები იწვევენ ექიმებს, კოსმეტოლოგებს; სპორტული საქონლის რეკლამებისათვის - ცნობილ სპორტსმენებს და ა.შ.
მესამე წესის გამოყენებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ზოგიერთი ფაქტი და გარემოება, რომლებიც ადასტურებენ სტატუსების აღქმების დამოკიდებულებას სიტუაციებზე.
მაგალითად, სადეპუტატო კორპუსის არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩევლები უპირატესობას ანიჭებენ (სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში) მამაკაცებს, და არა ქალბატონებს; საშუალო ასაკს, და არა ახალგაზრდულს ან ხანდაზმულს.
პირიქით, სასამართლო სხდომებზე განქორწინების საქმეებზე ქალბატონის სტატუსი მოსამართლეების მიერ მთლიანობაში აღიქმება უფრო მაღლა (ჩამოყალიბებული სტერეოტიპის შედეგად, რომ ისეთი ნაკლოვანებანი, როგორიცაა ლოთობა, ცემა, ღალატი, ეგოიზმი - მეტწილად ქმრებისთვისაა დამახასიათებელი).
წესი მეოთხე: ნუ დაამცირებთ სტატუსს
არათავაზიანობის ნებისმიერი გამოვლენა, მოსაუბრის უგულებელყოფა, ამცირებს მის სტატუსს და, როგორც წესი, იწვევს ნეგატიურ რეაქციას. რეკლამის ერთ-ერთ მეტრს ეკუთვნის სიტყვები: “ნუ იფიქრებთ, რომ რეკლამის მომხმარებელი თქვენზე ბრიყვია”.
წესი მეხუთე: ჩვენთვის სასიამოვნო მოსაუბრის არგუმენტებს ლმობიერად, ხოლო არასასიამოვნო მოსაუბრისას - წინასწარგანწყობილად ცუდად ვღებულობთ
ამ წესის მოქმედების მექანიზმი ისეთივეა, როგორც სოკრატეს წესისა: სასიამოვნო მოსაუბრე იწვევს “სიამოვნების ჰორმონების” გამომუშავებას, და ეწინააღმდეგება კონფრონტაციაში შესვლას. არასასიამოვნო - პირიქით. სასიამოვნო შთაბეჭდილება, როგორც ცნობილია, იქმნება მრავალი გარემოებით: გარეგნობით, თავაზიანი დამოკიდებულებით, წიგნიერი საუბრით, სასიამოვნო მანერებით.
წესი მეექვსე: დარწმუნება დაიწყეთ არა იმით, რაც გაშორებთ, არამედ იმით, რაშიც მოსაუბრე დაგეთანხმებათ
წესი მეშვიდე: გამოამჟღავნეთ ემპატია
ემპატია ჰქვია სხვა ადამიანის ემოციური მდგომარეობის წვდომის უნარს თანაგანცდის ფორმით.
ემპატია გვეხმარება მოსაუბრის უკეთ გაგებაში, მისი აზრების სვლათა წარმოდგენაში, როგორც ამბობენ - “მის ტყავში შეძრომაში”.
ემპატიის გარეშე წარმოუდგენელია პირველი (ჰომეროსის) წესის შესრულება. მართლაც, საკუთარი არგუმენტების ძალა უნდა შევაფასოთ მოსაუბრის თვალთახედვით, ე.ი. საკუთარი თავის მის ადგილზე წარმოდგენით.
იგივე ეხება სოკრატეს წესსაც - უნდა წარმოვიდგინოთ მოსაუბრის რეაქცია ჩვენს სიტყვებზე, ე.ი. ისევ - გამოვხატოთ მის მიმართ ემპატია.
ანალოგიურად, დარწმუნების პროცესში იმიჯისა და სტატუსის გამოსაყენებლად აუცილებელია დამარწმუნებლის სტატუსის და იმიჯის შეფასება მოსაუბრის თვალთახედვით. ემპატია აუცილებელია შემდეგი წესის შესასრულებლადაც.
წესი მერვე: თავი აარიდეთ კონფლიქტოგენებს
კონფლიქტოგენები ჰქვია ისეთ სიტყვებს, მოქმედებებს (უმოქმედობას), რომელთაც შეუძლიათ კონფლიქტის გამოიწვევა. ამ სიტყვის ზუსტი თარგმანია - “კონფლიქტების წარმომქმნელი”, რადგან სიტყვის ბოლო - “გენი” რთულ სიტყვაში ნიშნავს - “წარმოქმნას”.
სიტყვა “შეუძლიათ” ზედა აბზაცში მთავარია. ის ააშკარავებს კონფლიქტოგენების საშიშროებათა მიზეზებს. ის გარემოება, რომ იგი ყოველთვის არ იწვევს კონფლიქტს, ადუნებს ჩვენს სიფხიზლეს მისდამი. მაგალითად, უპატივცემლო, არათავაზიანი დამოკიდებულება ყოველთვის არ იწვევს კონფლიქტს, ამიტომაც უშვებს ამას ბევრი იმ მოსაზრებით, რომ “ყველაფერი ისედაც კარგად იქნება”. თუმცა ხშირად არ გამოდის “ყველაფერი კარგად” და მივდივართ კონფლიქტამდე.
წესი მეცხრე: მიმიკა, ჟესტები და პოზები უნდა აძლიერებდეს სიტყვებს, უნდა იყოს მეგობრული მსმენელების მიმართ
სახის გამომეტყველება გრძნობების მთავარი მაჩვენებელია. ყველაზე ადვილად შეიცნობა დადებითი ემოციები - ბედნიერება, სიყვარული და გაკვირვება. ძნელად აღიქმება, როგორც წესი, უარყოფითი ემოციები - მწუხარება, აღშფოთება და სიძულვილი. ჩვეულებრივ, ემოციები მიმიკასთან შემდეგნაირად ასოცირდება:
გაკვირვება - აწეული წარბები, ფართოდ გახელილი თვალები, ძირს დაშვებული ტუჩების წვერები, ოდნავ გაღებული პირი;
შიში - მაღლა წამოწეული და ცხვირის ფუძესთან ერთმანეთთან მისული წარბები, ფართოდ გახელილი თვალები, ტუჩების კუთხეები დაშვებული და რამდენადმე უკან გაწეული, ტუჩები გვერდებზე გაჭიმული, პირი შეიძლება ღიაც იყოს;
აღშფოთება - წარბები დაშვებული, შუბლის ნაოჭები ტალღური, თვალები მოჭუტული, ტუჩები მოკუმული, კრიჭა შეკრული;
სიძულვილი - წარბები დაშვებული, ცხვირი შეჭმუხნილი, ქვედა ტუჩი წამოშვერილი ან წამოწეული და ზედასთან შეკრული;
დაღონება - წარბები შეერთებული, თვალები ჩამქრალი, ხშირად ტუჩების გარე კუთხეები ოდნავ დაშვებული;
ბედნიერება - თვალები მშვიდი, ტუჩების გარე კუთხეები ოდნავ აწეული და ჩვეულებრივ - უკან გაჭიმული.
მხატვრებისა და ფოტოგრაფებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ადამიანის სახე ასიმეტრიულია, რის შედეგადაც ჩვენი სახის მარცხენა და მარჯვენა მხარეები ემოციებს სხვადასხვანაირად გამოსახავენ. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ეს იმით ახსნეს, რომ სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილები ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროების კონტროლქვეშ იმყოფებიან.
მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს საუბარს და ინტელექტუალურ საქმიანობას, მარჯვენა - მართავს ემოციებს, წარმოსახვას და სენსორულ საქმიანობას. მართვის კავშირები გადაჯვარედინებულია: მარცხენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება სახის მარჯვენა მხარეზე და აძლევს მას გამომეტყველებას, რომელიც უწყვეტად კონტროლდება. რადგან ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს მუშაობა აისახება სახის მარცხენა ნახევარზე, ამიტომ ამ ნაწილზე უფრო ძნელია გრძნობების დამალვა. დადებითი ემოციები შედარებით თანაბრად აისახება სახის ორივე ნახევარზე, უარყოფითი ემოციები გარკვევით აისახება მარცხენა ნახევარზე. თუმცა, ტვინის ორივე ნახევარი ერთობლივად ფუნქციონირებს, ამიტომ აღწერილი განსხვავებები ეხება გამომეტყველების ნიუანსებს.
წესი მეათე: აჩვენეთ, რომ თქვენი შეთავაზება დააკმაყოფილებს მსმენელის რომელიმე მოთხოვნილებას
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ა. მასლოუს კლასიფიკაციის თანახმად ადამიანის მოთხოვნილებები
იყოფა ხუთ სახედ. მართებულია მათი შევსება ერთ-ერთი უმთავრესი ფსიქოლოგიური მოთხოვნილებით - დადებითი ემოციების მოთხოვნილებით.
ყველა მოტანილი მოთხოვნილება წარმოადგენს ძლიერი, დამარწმუნებელი არგუმენტების წყაროს. თქვენს მიერ შეთავაზებული შესაძლებლობა - დააკმაყოფილოს ადამიანის რომელიმე მოთხოვნილება - ძლიერ არგუმენტს წარმოადგენს.
მშობლის ათი მცნება
2. ნუ მოითხოვთ შვილებისგან გადაგიხადონ ყველაფრისთვის, რაც მათთვის გააკეთეთ. თქვენ ხომ სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ გადაიხდიან ამ ვალს? ის სხვას მისცემს სიცოცხლეს, ის სხვა კი სხვას - ეს მადლიერების უწყვეტი კანონია.
3. თქვენს ჯავრს ბავშვებზე ნუ იყრით, რადგან სიბერეში ინანებთ ამას. რასაც ვთესთ იმას ვიმკით.
4. მის პრობლემებს უყურადღებოდ ნუ მოეკიდებით. ცხოვრება ყველასთვის მძიმეა და შეიძლება მისთვის უფრო რთულიცაა, რადგან გამოცდილება არა აქვს.
5. ნუ დაამცირებთ!
6. ნუ დაივიწყებთ, რომ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციეთ მას - არავინ იცის ვის შეხვდებით ამ ბავშვის სახით.
7. თავს ნუ იტანჯავთ იმაზე ფიქრით, რომ უფრო მეტის გაკეთება შეგეძლოთ მისთვის. გახსოვდეთ თუ ყველაფერს არ გაუკეთებთ, ბავშვისთვის საკმარისი არასდროს იქნება.
8. თქვენი შვილი არ არის ტირანი, რომელმაც მთელი ცხოვრება წაგართვათ და არც უბრალოდ ხორცისა და სისხლის ნაყოფია. ესაა ძვირფასი ჭურჭელი, რომელიც გერგოთ, რათა მასში შემოქმედებითი ცეცხლი აანთოთ. იგი გზას უხსნის დედისა და მამის სიყვარულს, რომელიც უბრალოდ იმისკენ კი არ არის მიმართული რომ "შვილი" აღზარდოს, არამედ მის სულს მოუაროს და ასაზრდოოს.
გამონათქვამები: სალვადორ დალი
რჩევები სტრესის შემცირებისა და თავიდან აცილების შესახებ
ბავშვობა და სულიერი სილამაზე
მდინარის პირას ვზივარ და კენჭებს ვესვრი ლიპსიტებს. ვერაფრით დავაჯერე საკუთარი თავი, რომ გავიზარდე. ასე მგონია, სულიერად ისევ ბავშვი ვარ. არ ვიცი კარგია ეს თუ არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ მინდა ფურცლებს გავანდო ჩემი ფიქრები.ქართულ-დასავლური ურთიერთობების მოკლე ისტორია
ნაწილი I
![]() |
| 1918 წ. ბრესტის ზავის ხელმოწერა |












